რა მეთოდით ხდება ინგლისური ენის შესწავლა სკოლა “ოლიმპში”

428

კონკურენცია თანამედროვე კერძო სკოლებს შორის დღითიდღე მატულობს. მოდერნიზებული ინტერიერის მიღმა კერძო სკოლების მესვეურნი ცდილობენ, მშობლებს შესთავაზონ სწავლის განსხვავებული, ინოვაციური მეთოდები. სკოლა "ოლიმპის" ინგლისური ენის პედაგოგი სასწავლებელში არსებულ სისტემასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სწავლის პროცესზე საუბრობს.

"სკოლა ოლიმპი მულტილინგვისტური მიმართულების სასწავლებელია, ინგლისური ენა შეისწავლება პირველი კლასიდან,  ხოლო რუსული ენა – მეორე კლასიდან; მეხუთე კლასიდან კი მოსწავლე ირჩევს დამატებით მესამე ენას, გერმანულს ან ესპანურს. თანამედროვე გაკვეთილი წარმოუდგენელია აუდიო და ვიდეომასალის გარეშე. სწავლების პროცესი გაჯერებულია სახალისო გაკვეთილებით, როლური თამაშებით, პრეზენტაციებით, სხვა საინტერესო აქტივობებით. 

ჩვენ გვყავს საერთაშორისო სტატუსის მქონე კვალიფიციური კადრები, რომლებიც მუდმივად შედეგზე არიან ორიენტირებულნი. ვთანამშრომლობთ კემბრიჯის, ოქსფორდის, პირსონის და ლონგმენის გამომცემლობებთან. ვსარგებლობთ მათი გამოცემებით. სკოლის დამთავრების შემდეგ  ჩვენი მოსწავლეები წარმატებით აგრძელებენ სწავლას საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში. სკოლის ბაზაზე ფუნქციონირებს აბიტურ-ჯგუფები ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებლად", – განაცხადა ნონა კოდელაშვილმა.

მაღალი აკადემიური სტანდარტის სკოლა „ოლიმპი“  ეფექტური სააღმზრდელო პროგრამით გამოირჩევა, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლის ინდივიდუალურ მიდგომებზე. ერთიან სივრცეში თავმოყრილია სპორტული და აკადემიური აქტივობები: ცურვა, ჭადრაკი, ქართული ცეკვა, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება, ხელოვნება ანტიკური მითოლოგიის კონტექსტში, ქართული ხალხური სიმღერა და გალობა, ფეხბურთი, კარატე, კალათბურთი  და სხვა. მოსწავლეები შეისწავლიან ინგლისურ, რუსულ, გერმანულ და ესპანურ ენებს. სკოლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საბავშვო ბაღიც.

Comments
Loading...