რა გახდა Facebook-ის გათიშვის მიზეზი?

4

Facebook-მა სოციალური ქსელების გლობალური გათიშვის მიზეზი დაასახელა.

ტექნიკურმა პრობლემამ Facebook-ის, Instagram-ის, WhatsApp-ისა და Messenger-ის სერვისების საათობით გათიშვა გამოიწვია.

ფეისბუქმა დაასახელა გლობალური გათიშვის მიზეზი

კომპანიის ინჟინრების ჯგუფის განცხადებით, მაგისტრალურ მარშრუტიზატორებში კონფიგურაციულმა ცვლილებებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მონაცემთა ბაზებს შორის ქსელის ტრაფიკის კოორდინაციაზე, ქსელის გათიშვა გამოიწვია.

ამავე დროს, კომპანიის განცხადებით, სერვერების გათიშვის მიუხედავად, მომხმარებელთა მონაცემებს საფრთხე არ შექმნია.

ცნობისთვის, გუშინ მთელ მსოფლიოში რამდენიმე საათი გათიშული იყო Facebook, Messenger, WhatsApp და Instagram.

გლობალურ შეფერხებასთან დაკავშირებით Facebook-მა განცხადებაც გაავრცელა.

Facebook-ის შეფერხებამ მარკ ცუკერბერგი 6,9 მილიარდით აზარალა.

სოციალური ქსელ Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა.

Comments
Loading...