რამდენიმე საათში, ჩიკაგოში პირველი ქართული ბლოკჩეინ კონგრესი გაიმართება

233

თბილისის დროით, 18:00 საათზე, ჩიკაგოში, პირველი ქართული ბლოკჩეინ კონგრესი დაიწყება. კონგრესის ორგანიზატორი ქართული "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" ამერიკის ოფისია და მას სიტყვით გიორგი ვაშაძე გახსნის.

IDF-ის მიერ ორგანიზებულ ბლოკჩეინ კონგრესში, ილინოისის და ჩიკაგოს მერიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიება ჩიკაგოში, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ ცენტრში გაიმარება. მონაწილეებს შორის იქნებიან სპიკერები მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან, სტუმრები  სილიკონ ველიდან, ასევე ილინოისის გენერალური ასამბლეის ყოფილი და მოქმედი წევრები. ქართული ბლოკჩეინ კონგრესისი ერთ-ერთი მხარდამჭრი კი ილინოისის სავაჭრო პალატაა.

ფონდი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან და განხორციელებული აქვს არაერთი წარმატებული პროექტი სხვადასხვა ქალაქში.

Comments
Loading...