“რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული” წლის საუკეთესო სასტუმროს პროექტად აღიარეს

487

აღმოსავლეთ ევროპის უძრავი ქონების ფორუმი და დაჯილდოება 28 ნოემბერს უკრაინაში გაიმართა. Radisson Collection Hotel, Tsinandali Estate წლის საუკეთესო სასტუმროს პროექტის ნომინანტებს შორის გამოარჩიეს. პროექტის შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით სფეროს ექსპერტებისგან დაკომპლექტებული ჟიურის მიერ მოხდა.

აღმოსავლეთ ევროპის უძრავი ქონების ფორუმზე, რომელიც უკვე მეოთხე წელია უკრაინის დედაქალაქ კიევში იმართება, სხვადასხვა ქვეყნებიდან შერჩეული ჟიურის წევრები უძრავი ქონების ბაზარზე მომუშავე კომპანიების პროექტებს აფასებენ და წლის საუკეთესო დეველოპერულ პროექტებს ავლენენ.

URE Club-ისა და EuropaProperty.com-ის მიერ ორგანიზებულ დაჯილდოებაზე საერთაშორისო ჟიურიმ წლის საუკეთესო პროექტები და კომპანიები, 34 ნომინაციაში გამოავლინა. EE Real Estate Project Awards-იაღმოსავლეთ ევროპისა და აზიის უძრავი ქონების ბაზრების საკვანძო ორიენტირადაა აღიარებული.

ფორუმი ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, ბელორუსიის, მოლდოვისა და უკრაინის საუკეთესო სამშენებლო-დეველოპერებს, ინვესტორებს, ბანკირებს და არქიტექტორებს აერთიანებს. წლევანდელ ღონისძიებაზე საკუთარი ქვეყნების უძრავი ქონების ბაზრები 200-მდე კომპანიამ წარმოადგინა.

სასტუმრო “Radisson Collection, წინანდალის მამული”

Radisson Collection-ის ბრენდის სასტუმრო წინანდალის ისტორიულ მამულში სულ მალე გაიხსნება. თანამედროვე დიზაინის მქონე სასტუმრო, რომელიც ქართული ტრადიციების, კულტურისა და არქიტექტურული სტილის ინსპირაციით შეიქმნა, ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონის ტურისტულ განვითარებას და მომსახურების ხარისხს ახალ საფეხურზე გადაიყვანს.

პროექტის უნიკალურობას მისი ადგილმდებარეობაც განაპირობებს. სასტუმრო გარშემორტყმულია წინანდლის მამულის 18 ჰექტარზე გაშლილი ისტორიული პარკით. რამდენიმე წუთის მანძილზეა ქართული რომანტიზმის ფუძემდებლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმიც,
კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად, განახლდა და კეთილმოეწყო წინანდლის ტერიტორია და ისტორიული მნიშვნელობის ნაგებობები. პროექტს სათავეში უდგას და ახორციელებს კომპანია “სილქროუდ ჯგუფი”, “საპარტნიორო ფონდი”-ს ფინანსური მხარდაჭერით.

სასტუმრო 141 მსხვადასხვა კატეგორიის ოთახს აერთიანებს. სტუმრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ განსაკუთრებული მომსახურებით, რომელიც გულისხმობს: საცურაო აუზს სასტუმროს ბოლო სართულზე კავკასიონის მთების შთამბეჭდავი ხედით, სპა ცენტრს, რესტორნების ფართო არჩევანს, ამფითეატრს ღია ცის ქვეშ, რომელიც 1200 ადამიანს მოემსახურება, საკონფერენციო დარბაზებს, ვერტმფრენის ასაფრენ მოედანს და, რა თქმა უნდა, წინანდლის ისტორიული პარკის დათვალიერების საშუალებას.

Comments
Loading...