ჟურნალმა Forbes მსოფლიოს უმდიდრეს ქალად L’Oréal-ის დამაარსებლის შვილიშვილი დაასახელა

42

ჟურნალმა Forbes მსოფლიოს უმდიდრეს ქალად კოსმეტიკური იმპერია L’Oréal-ის მემკვიდრე, მისი დამაარსებლის შვილიშვილი, ფრანსუაზ ბეტანკურ-მაიერსი დაასახელა. მსი ოჯახს კოსმეტიკური საშუალებების გიგანტი კომპანიის აქციების 33% ეკუთვნის.

ჟურნალმა მისი ქონება 49,3 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა. გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მას 14-ე ადგილი უჭირავს. ერთი წლის განმავლობაში ფრანსუაზ ბეტანკურ-მაიერსის ქონება 17%-ით, ანუ 7,1 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.

აქამდე მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქალი კომპანია L’Oréal-ის დამაარსებლის შვილი, ფრანსუაზის დედა, ეჟენ შულერ ლილიან-ბეტანკური იყო. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში კი იგი პირველად 1987 წელს მოხვდა.

ლილიანი 2017 წლის სექტემბერში, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. კომპანიის დირექტორთა საბჭო მან ჯერ კიდევ 2012წელს დატოვა, მას მერე, რაც იქ 17 წლის განმავლობაში იმუშავა. წასვლის მიზეზი კი ის იყო, რომ დემენციის გამო, იგი სასამართლომ ჩამოაშორა საქმიანობას.

Comments
Loading...