ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობების რეიტინგი შეადგინა

119

ჟურნალმა Forbes-მა 2017 წლის 1 ივნისიდან 2018 წლის ივნისის მონაცემებით, ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგი შეადგინა, რომელშიც სკარლეტ იოჰანსონი ლიდერობს.

გამოცემის ცნობით, ამ პერიოდში, მან $ 40.5 მილიონი მიიღო. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იოჰანსონმა ოთხჯერ მეტი შემოსავალი მიიღო. 

ამავე რეიტინგში მეორე ადგილზეა ანჯელინა ჯოლი, რომლის შემოსავალმა 28 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგში მესამე ადგილს მსახიობი ჯენიფერ ენისტონი იკავებს, რომელსაც 19.5 მილიონი დოლარი აქვს.

იგი ცნობილია რეიჩელ გრინის როლით სერიალში "მეგობრები". მედია ასევე აღნიშნავს, რომ მისი შემოსავლის უმეტესი ნაწილი კინოსა და თეატრს არ უკავშირდება.

ათეულში ასევე შედიან მსახიობები ჯენიფერ ლოურენსი (18 მილიონი დოლარი), მილა კუნისი (16 მილიონი დოლარი), ჯულია რობერტსი (13 მილიონი დოლარი), ქეით ბლანშეტი (12.5 მილიონი დოლარი), მელისა მაკარტი (12 მილიონი დოლარი) და გალ გადოტი ($ 10 მილიონი). ეს უკანასკნელი ერთადერთი მსახიობი აღმოჩნდა, რომელიც რეიტინგში პირველად მოხვდა.

Comments
Loading...