ჟურნალმა Business Insider 2019 წლის საუკეთესო სმარტფონები დაასახელა

33

გამოცემის ვერსიით, საუკეთესო სმარტფონი OnePlus 6T გახდა. რეიტინგის ავტორები საუბრობენ მოწყობილობის გარეგნულ მიმზიდველობაზე, ხარისხიან ფოტოებზე, სწრაფ დატენვაზე და ენერგიის დიდხანს შენარჩუნებაზე. მისი ღირებულება კი 550 აშშ დოლარია.

მეორე ადგილზე iPhone XR გავიდა, რომელიც გამოცემის ინფორმაციით, იგივე თვისებებს ფლობს, რასაც მასზე ბევრად ძვირი iPhone X. რეიტინგის სამეულს კი Google Pixel 3 და Pixel 3XL ხურავს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ სმარტფონებს, თავიანთი კლასისთვის კარგი კამერა აქვთ, მატი ოპერაციული სისტემა Android-ის ბაზაზეა, რომელიც კარგად არის მოფიქრებული მომხმარებლისთვისაც გასაგებია.ხუთეულში აგრეთვე შევიდა Samsung Galaxy Note 9 და iPhone XS.

ავტორებმა, საუკეთესო სმარტფონების რეიტინგში აგრეთვე შეიყვანეს LG V40 და G7, iPhone X, iPhone 8 და iPhone 8 Plus, iPhone 7 Plus, Samsung Galaxy S9 Plus და Samsung Galaxy S9, Galaxy S8 და S8 Plus, Huawei Mate 20 Pro, Razer Phone 2, HTC U12+, Motorola Moto Z3, Moto G6 და BlackBerry Key2.

Comments
Loading...