ჟოზეფ ბორელი: საქართველომ სასამართლო სისტემის რეფორმის დანაპირები უნდა შეასრულოს

3

ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, საუბარი იყო საარჩევნო, სასამართლო სისტემების რეფორმაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ეს დემოკრატიისთვის, ინვესტიციების მოზიდვისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, შეხვედრაზე მან ხაზი გაუსვა სასამართლო სისტემის რეფორმას.

„მე ხაზი გავუსვი , რომ საქართველომ სასამართლო სისტემის რეფორმის დანაპირები უნდა შეასრულოს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიმართ ნდობა გაიზარდოს მოსახლეობის მხრიდან, უნდა შეიქმნას ამის საფუძვლები“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

Comments
Loading...