ჟან-პოლ გოტიე ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე უარს იტყვის

59

მსოფლიოში ცნობილმა დიზაინერმა ჟან-პოლ გოტიემ Canal+ სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამომავლო კოლექციებში ნატურალური ბეწვის გამოყენებაზე უარს იტყვის.

ინტერვიუს დროს გოტიემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რაც მოღვაწეობა დაიწყო, სულ ნატურალურ ბეწვს ხმარობს, იგი მასზე მაინც იტყვის უარს.

“შესაძლებელია ხელოვნური ბეწვის გამოყენება, ან სხვა გზით გათბობაც. იქნებ ეს უფრო შემოქმედებითი მიდგომის მოძიებაში დაგვეხმაროს, რომლითაც ზიანს არავის მივაყენებთ, ვინაიდან ის, როგორც ცხოველებს ხოცავენ, ეს ნამდვილად საშინელებაა”, – აცხადებს დიზაინერი.

ცხოველების დაცვის ორგანიზაცია PETA-ს რეაქცია ამაზე ძალიან პოზიტიური იყო. ორგანიზაციამ განცხადებაც გამოაქვეყნა.

გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამგვარად გოტიე უერთდება მთელ რიგ ბრენდებს, რომლებმაც ბუნებრივ ბეწვზე უარი თქვა და როგორებიც არიან Armani, Versace, Ralph Lauren, Vivienne Westwood, Stella McCartney და სხვა.

Comments
Loading...