პუტინმა ქვეყნის ეკონომიკის სისტემური ამოცანების შესახებ ისაუბრა

25

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკის სისტემური ამოცანა ზრდის უფრო მაღალი ტემპების უზრუნველყოფაა, აგრეთვე ხელფასების უფრო მეტად ხელშესახები ზრდა და მოქალაქეებისთვის რეალური შემოსავალი.

პუტინმა აღნიშნა, რომ ამოცანა საინვესტიციო აქტივობის შენარჩუნება, წარმოების მრეწველობის სტიმულირება, მცირე და საშუალო ბიზნესი და არასამთავრობო მაღალტექნოლოგიური საქონლის ექსპორტია.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, შეიმჩნევა პოზიტიური დინამიკა აღნიშნულ პარამეტრებთან დაკავშირებით. კერძოდ, რუსეთის მოქალაქეების რეალური შემოსავალი, იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2,2%-ით გაიზარდა, ხოლო რეალური გამომუშავებული ხელფასი 8,4%-ით არის გაზრდილი.

სექტემბრის დასაწყისში, რუსეთის პრემიერმინისტრმა დმიტრი მედვედევმა, მომდევნო 6 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთ მთავარი მიმართულება ინვესტიციების გზარდა იქნება.

Comments
Loading...