პუტინი კრიპტოვალუტის გამოყენებას მხარს უჭერს

5

კრიპტოვალუტა მომავალში შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დაგროვების საშუალება, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი “ნაადრევია”. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

სატელევიზიო არხის ჟურნალისტმა პუტინს ჰკითხა თუ როდის განხორციელდება ნავთობის მიწოდებაზე კონტრაქტების ანგარიშსწორება არა დოლარში, არამედ კრიპტოვალუტაში. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ კრიპტოვალუტა შეიძლება იყოს ანგარიშის ერთეული, მაგრამ ის ძალიან არასტაბილურია და ჯერ გამყარებული არ არის.

“კონტრაქტები კრიპტოვალუტაში? ამაზე საუბარი ნაადრევია. იმისათვის, რომ გადავიტანოთ თანხები ერთი ადგილიდან მეორეზე, დიახ, მაგრამ ვაჭრობაზე, განსაკუთრებით ენერგორესურსებით ვაჭრობაზე, ჩემი აზრით, ეს ჯერ ნაადრევია”, – განაცხადა პუტინმა.

Comments
Loading...