პროექტი “მუზამე” წარმოგიდგენთ ალტერნატიულ არტ-პოპ ჯგუფს The Irrepressibles

443

10 მარტს SPACEHALL-ს მუსიკოსისა და კომპოზიტორის, ქვიარ აქტივისტის, ჯეიმი მაკდერმოტის არტ-პოპ კოლექტივი ეწვევა. The Irrepressibles 2002 წელს შეიქმნა. ალტერნატიული პოპი, საორკესტრო ჩანართები, ემბიენთი, ექსპერიმენტული ჟღერადობა – ეს ბენდის სავიზიტო ბარათია.

მათი პირველი ალბომი 2010 წელს გამოვიდა, Mirror Mirror-ის პროდიუსერი დიმიტრი ტიკოვოი იყო, მის ანგარიშზე ისეთ ჯგუფთან თანამშრომლობაა, როგორიცაა PLACEBO. 

მეორე დისკის რელიზი 2012 წელს შედგა – Nude-ს გამოცემამ Independent “ყველაზე მშვენიერი მუსიკალური ძვირფასეულობით შემოსილი” უწოდა. 

Nude-ის რელიზს EP-ების სერია მოყვა Nude : Landscapes (2013), Nude : Viscera (2014) და Nude : Forbidden (2014).

ჯეიმი მაკდერმოტი ისეთ არტისტებთან მუშაობს, როგორებიც არიან Royksopp, Hercules&Love Affair. ჯეიმი მოწვეული ვოკალისტი იყო Royksopp-ის სინგლებზე Something In My Heart და Twenty Thirteen.

„როცა მუსიკის კეთება დავიწყე, მინდოდა შემექმნა ისეთი ჯგუფი, რომელიც ყველა წესსა და საზღვარს დაანგრევდა. მინდოდა პოპ-მუსიკაში საგნებისა და მოვლენების აღქმა შემეცვვალა“ -ამბობს მაკდერმოტი, რომელმაც  ამბიციურ მიზანს მალევე მიაღწია. მის შემოქმედებაში დიდ როლს ქვიარ აქტივიზმი თამაშობს.

The Irrepressibles თბილისში NUDE – Landscapes შოუს კონცეფციით წარდგება.

The Irrepressibles – Two Men in Love

The Irrepressibles – Always On My Mind

Comments
Loading...