პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნება

274

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართელოში" ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში მხარდაჭერილი ბენეფიციარების რიცხვს კიდევ ერთი კომპანია, შპს "სვეტი" შეემატა, რომელიც ქვის გადამუშავებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტის ფარგლებში კომპანიამ უახლესი ტექნოლოგიის დანადგარები შეიძინა, რაც მას საშუალებას მისცემს ბაზარს მაღალხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს. 

შპს "სვეტი", რომელიც 2018 წლის მარტის თვეში გაიხსნება, საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე აპირებს. საწარმოს ამოქმედების პირველ ეტაპზე კი კომპანია 20 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

საწარმო თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში მდებარეობს და პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, კერძოდ, სალიზინგო პროგრამით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ "აწარმოე საქართველოში" განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 750 000 ლარს შეადგენს.

Comments
Loading...