პრემიერი: 2016 წელს ქვეყანაში ტურიზმიდან შემოსავლებმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

403

"ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისადმი მთავრობის თანმიმდევრული და ეტაპობრივი მიდგომის შედეგად, საქართველოში დაფიქსირდა საერთაშორისო სტუმრების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა. 2016 წელს ქვეყანაში დაფიქსირდა რეკორდი – 6,3 მილიონი ტურისტი, ხოლო ტურიზმიდან შემოსავლებმა გადააჭარბა 2 მილიარდ დოლარს", – აღნიშნულის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპისა და აზიის სამთო კურორტების საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა.

"უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეთათვის, რომელიც ევროკავშირმა სულ ახლახან დაამტკიცა, არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს და წაახალისებს ადამიანებს შორის კონტაქტებს, ბიზნესურთიერთობებსა და ტურიზმს.

გადა ამისა, ჩვენ, ქართველები, დარწმუნებულნი ვართ, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის დასახელებით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ეს სექტორი მომავალშიც გააგრძელებს დინამიურად განვითარებას, ხოლო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია კიდევ უფრო გაძლიერდება და მხარს დაუჭერს ყველა ქვეყანას, ასოცირებულ თუ შვილობილ ორგანიზაციას.

დარწმუნებული ვარ, რომ არჩევის შემთხვევაში ელჩი პოლოლიკაშვილი იქნება ღირსეული მემკვიდრე, რომელიც სათანადოდ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. გამოვთქვამ იმედს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხარს დაუჭერს მას", – აცხადებს პრემიერი.

Comments
Loading...