პრემიერი: 2012 წლის შემდეგ ლარი 60-65%-მდე ფარგლებში გაუფასურდა

492

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ლარის გაუფასურების საკითხზე ისაუბრა. პრემიერმა ოპონენტების განცხადებებს ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა.

გიორგი კვირიკაშვილმა აქვე დასძინა, რომ საქართველოს ყველა პარტნიორი ქვეყნების ეროვნული ვალუტა გაუფასურდა.

„ლარის გაუფასურებაზე ბევრი ითქვა, მაგრამ კიდევ ორიოდე სიტყვით მინდა ვთქვა, რომ იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით პრაქტიკულად ყველა ვალუტა, ჩვენი სავაჭრო პარტიორი ქვეყნების ყველა ვალუტა გაუფასურებულია. თუ ჩვენ პროცენტულ მაჩვენებლებს შევხედავთ, და ამაზე ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებდნენ, მინდა ვთქვა, რომ ეს იყო აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციები.

ეს იყო ყველა ძირიტადი ვალუტის 100%-ზე მეტი გაუფასურება, საუბარი მაქვს, თურქულ ლირაზე, ეს არის უკრაინული გრივნაზე, რომელიც 200%-ზე ზევით არის, რუსული რუბლი დაახლოებით 90%-ის ფარგლებში, აზერბაიჯანული მანათი, 100%-ზე ზევით.

2012 წლის შემდეგ ქართული ლარი გაუფასურებულია დაახლოებით 60 – 65%-მდე ფარგლებში. ეს არ არის რა თქმა უნდა კარგი, თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ საქართველო თავისი ეკონომიკური განვითარების დინამიკით, მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და მიუხედავად იმ სოციალური ფონისა, რომელშიც ჩვენი მოსახლეობა დღეს იმყოფება, გამომდინარე ჩვენი ქვყნის განვითარების დონიდან, იმყოფება ძალიან კარგ პირობებში, იმისათვის, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ მომავალ, ძალიან მნიშვნელოვან განვითარების გეგმებზე. ყველა ნაბიჯი რომელსაც ჩვენ ვდგამთ ორიენტირებულია იმისკენ, რომ ჩვენ გვქონდეს უფრო მაღალი განვითარების დინამიკა ვიდრე ეს ეს ჩვენს სამეზობლო ქვეყნებშია“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...