პრემიერი: ჩუმათელეთი-ხევის 12 კილომეტრიანი გზის საპროექტო სამუშაოების შესყიდვას ვიწყებთ

469

“დღეს ჩუმათელეთი-ხევის 12 კილომეტრიანი გზის საპროექტო სამუშაოების შესყიდვას ვიწყებთ“, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.

“ეს არის ერთ-ერთი პროექტი, რომლის განხორციელებასაც იანვარში ვიწყებთ”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის ინფორმაციით, 4 წლის განმავლობაში 800 კილომეტრიანი გზის დაგება იგეგმება.

“4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი არის სივრცითი განვითარების გეგმა”, – დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments
Loading...