პრემიერი შიდა ვალზე: სამწუხაროდ, ამ პრობლემის მოკლე ვადაში გადაჭრის ილუზია არ უნდა გვქონდეს

56

"რაც შეეხება ამ პრობლემის გადაჭრას მოკლე ვადაში, სამწუხაროდ ჩვენ არ უნდა გვქონდეს ამის ილუზია", – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ, შიდა ვალის შესახებ კომენტარის გაკეთებისას, დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"შიდა ვალი გახლავთ ძალიან დიდი გამოწვევა და ბუნებრივია, ეს იქნება არასერიოზული, რომ ჩემგან გაიგოთ, რომ ამ მიმართულებით არის რესურსი, რომ ეს პრობლემა ერთი ხელის მოსმით გადავჭრათ. ეს ასე ნამდვილად არ არის. მაგრამ, ამ საკითხს სჭირდება გრძელვადიანი სტრატეგიის ქონა, რომ ჩვენ ამ პრობლემას გავუმკლავდეთ.

ამ მიმართულებით ფინანსთა სამინისტროს აქვს შესაბამისი დავალება და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც დაგვეხმარებიან, რომ მსგავსი სტრატეგია შეიქმნას. რაც შეეხება ამ პრობლემის გადაჭრას მოკლე ვადაში, სამწუხაროდ ჩვენ არ უნდა გვქონდეს ამის ილუზია", – განაცხადა მამუკა ბახტაძე.

Comments
Loading...