პრემიერი: შავ სიაში მყოფ პირებს მილიარდნახევრიანი დავალიანება უნოლდებათ

57

დღეს თითქმის 700 ათას ადამიანს ტვირთად აწევს ჭარბვალიანობა, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

“დღევანდელი გადაწყვეტილებით, მილიარდნახევრიანი დავალიანება უნოლდება ჩვენს მოქალაქეებს. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედი 150 ათასი სოციალურად დაუცველი და ათეულობით ათასი შშმ პირი, ჩვენი მოქალაქე.

მიმდინარეობს მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე და ვალების განულების პროცესი დაიწყება 2018 წლის 15 დეკემბრიდან და 31 დეკემბერს დასრულდება”, – განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...