პრემიერი: ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით ჩვენი ნაბიჯები აბსოლუტურად სწორია

478

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკურიო განვითარება 2017 წელს წარმატებულად დაიწყო. პრემიერმა გაზრდილ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა. 

"ჩვენ კარგი სტარტი ავიღეთ. ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, იანვრის თვის სტატისტიკა გახლდათ ძალიან წარმატებული. 5,2% მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა გახლავთ ძალიან მისასალმებელი შედეგი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პარამეტრის გაანალიზების დროს ვნახულობთ არაერთ ძალიან მნიშვნელოვან მაჩვენებელს. მაგალითად, ექსპორრტი 44,7%-ით გაიზარდა იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მაგალითად დრგ-ს ბრუნვა თითქმის 21%-ით არის გაზრდილი. 33%-ით არის გაზრდილი ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა და ა.შ. ტირიზმია გაზხრდილი 30%-ზე მეტად ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან კარგი დასაწყისი გვაქვს",- განმარტა კვირიკაშვილმა.

მან აქვე მადლობა გადაუხადა ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს სავალუტო ფონდთან გაწეული სამსახურისთვის. 

"მინდა, პოზიტიური შეფასება მივცე ეკონომიკური გუნდის მუშაობას სავალუტო ფონდთან. ბატონო დიმიტრი, დიდი მადლობა. უმნიშვნელოვანესი მუშაობა დასრულდა. სავალუტო ფონდმა გახნსა ახალი პროგრამა საქართველოსთვის, რაც ნიშნავს ბიუჯეტში პირდაპირ დაფინანსებასაც და მწვანე შუქის ანთებას ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტისთვის საქართველოს მიმართ დაფინანსების თვალსაზრისით. ეს ნიშნავს, რომ ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით ჩვენი ნაბიჯები არის აბსოლუტურად სწორი. 4 პუნქტიანი პროგრამა ძალიან წარმატებულია. მწვანე შუქი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან დაფინანსების კუთხით იმას ნიშნავს, რმო ჩვენი სივრცითი განვითარების პროგრამა აუცილებლად წარმატებით განხორციელდება, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკური დინამიკის სრულიად სხვა დონეს ნიშნავს",- აღნიშნა პრემიერმა.

Comments
Loading...