პრემიერი: საქართველო უნდა იქცეს რეგიონალურ ჰაბად

41

ამის შესახებ პრემიერმა, ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა.

“ჩვენ აქტიური და აგრესიული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ საქართველო იქცეს რეგიონალურ ჰაბად. მათ შორის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობით.

ჩვენ 20 დეკემბერს პარიზში ხელს მოვაწერთ მნიშვნელოვან მემორანდუმს, საერთაშორისო კომერციულ პალატასთან, კერძოდ მის საერთაშორისო არბიტრაჟთან, ვინაიდან ისინი დაიწყებენ საქართველოსთან მომავალი წლიდან საქმიანობას და ბუნებრივია ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ საერთაშორისო არბიტრაჟმა თბილისში გახსნას ოფისი, მსოფლიოს მასშტაბით სულ რამდენიმე ქვეყანაშია მათი ოფისი.

საქართველოს უნიკალური შესაძლებლობა ექნება, ეს მოლაპარაკებები არ იყო მარტივი, მადლობას ვუხდი ჩვენს კოლეგებს ამისთვის.

ეს შესაძლებლობას მოგვცემს საინვესტიციო კლიმატი საქართველოში კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ, ჩვენ შევქმნათ და შემოვიტანოთ ხარისხობრივად ახალი პარამეტრები და მაღალი დონე საარბიტრაჟო დავების შემთხვევაში”, – განაცხა ბახტაძემ.

Comments
Loading...