პრემიერი: საქართველოს უდიდესი პოტენციალი აქვს, გერმანიიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მოიზიდოს

48

პრემიერმა მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერის ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გერმანიიდან მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები.

"საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ ჩვენ გერმანიიდან მოვიზიდოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

ამავე დროს, განვახორციელოთ რეგიონალური და ამავე დროს, ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, ენერგო დივერსიფიკაციის თვალსაზრისით და დარმწუნებული ვარ, რომ ძალიან მოკლე პერიოდში კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება ის ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაცია, რომელიც ჩვენ დავისახეთ მიზნად", – აცხადებს პრემიერი.

Comments
Loading...