პრემიერი: საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ჩვენი მწვანე პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია

35

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

“საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება არის ჩვენი მწვანე პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი და დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი ძალიან დიდ დახმარებას გაუწევს ჩვენს მოქალაქეებს. მინდა შეგახსენოთ, რომ 230 ათასი ადამიანი ისარგებლებს ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტით.

და ბოლოს, მინდა დავასრულო სასიხარულო ინფორმაციით, რომ ჩვენს ქვეყანას შეემატა სახელოვანი ქართველი მეფის თეიმურაზ მეორის პორტრეტი, რომელიც შესრულებულია მის სიცოცხლეში და შესაბამისად, გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი.

თეიმურაზ მეფის რუსეთში ცხოვრების დროს, მისი პორტრეტი დახატა ცნობილმა რუსმა მხატვარმა და ეს საჩუქარი ქართველ ხალხს გაუკეთა ფონდმა ქართუმ, რაც ბოლო წლების განმავლობაში უკვე მესამე ასეთი ძვირფასი შენაძენია ჩვენი კულტურისა და ხელოვნებისთვის”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Comments
Loading...