პრემიერი: რაიონის სასწრაფოს თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

88

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

"დღეს მთავრობაზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა გამოდის, რომლის შედეგადაც ჩვენ 20-30%-ით გავუზრდით ხელფასებს რაიონის სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებს. ამ ადამიანებს, ამ მოქალაქეებს აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, მართლაც რომ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ვფიქრობთ, რომ ეს ნაბიჯი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ზოგადად, ჯანდაცვის სერვისი ჩვენს რაიონებში მოსალხეობას მივაწოდოთ უფრო მაღალი ხარისხით და ოპერატიულად", – აცხადებს ბახტაძე.

Comments
Loading...