პრემიერი: მინდა მოვუწოდო ჩვენს მეწარმეებსა და ქართულ კომპანიებს – უფრო იაქტიურეთ!

41

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"დღევანდელი დღის მდგომარეობით, თითქმის 280 მილიონი ლარია დაბრუნებული კერძო სექტორისთვის, მაგრამ აქაც არსებობს გარკვეული სტერეოტიპები.

სამწუხაროდ, წინა მთავრობის მმართველობის პერიოდში ძალიან მტკივნეული გამოცდილება აქვს ქართულ ბიზნესს დღგ-ის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

მინდა მოვუწოდო ჩვენს მეწარმეებს და ქართულ კომპანიებს, უფრო იაქტიურეთ, შეავსეთ განაცხადები, ჩვენი მიზანია, რომ მიმდინარე წელს ნახევარ მილიარდ ლარამდე დაბრუნება მოხდეს ქართული კომპანიებისთვის.

ეს პროცესი არის ძალიან მარტივი, ძალიან კომფორტული და ძალიან მეგობრული. მესმის, რომ წარსული გამოცდილება ამ ნაწილში ძალიან მძიმე არის, მაგრამ ჩვენ ერთობლივად უნდა ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე, ახალი სამართლიანი წესებით თამაში, ამიტომ, მინდა ქართულ ბიზნესს მოვუწოდო, მაქსიმალურად ჩაერთოს აღნიშნულ პროექტში, ჩვენი ამოცანაა, რომ წელს ნახევარ მილიარდ ლარამდე დავაბრუნოთ ქართულ ეკონომიკაში", – აცხადებს ბახტაძე.

Comments
Loading...