პრემიერი: ინფრასტრუქტურული პროექტებით 40 000 სამუშაო ადგილამდე შეიქმნება

433
საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე სივრცითი მოწყობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, ამ პროგრამის მეშვეობით შეიქმნება ახალი 40 000-მდე სამუშაო ადგილი და დაიხარჯება 10 მილიარდ ლარამდე.
 
"საზოგადოებას წარვუდგინეთ 2500 ინფრასტრუქტურული პროექტის პრეზენტაცია. ვაპირებთ, დაახლოებით 10 მილიარდ ლარამდე დავხარჯოთ 3-4 წლის პერსპექტივაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ეს არის ჩვენი ქვეყნის ფიზიკური ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი პროცესი.
 
ამ პროგრამის დასრულების შემდეგ საქართველოს ნებისმიერი წერტილში იქნება ხელმისაწვდომი ყველა ძირითადი სერვისი. ამიტომ ამ პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ძალიან კარგად იმუშავა მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ და მისმა სამინისტრომ. ეს არის მიმართულება, რომელსაც ყველაზე ხელშესახები შედეგი ექნება იმ თვალსაზრისითაც, რომ დაახლოებით 40 000 სამუშაო ადგილი და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის იქნება. უპრეცედენტოდ მოკლე დროში მოხდება ინფრასტრუქტურის გარდაქმნა და ჩვენი ქვეყანა შეასრულებს გაცილებით უკეთესად იმ გეოსტრატეგიულ სატრანზიტო ფუნქციას, რომელიც მას ბუნებით აქვს. ეს სამუშაოები იწყება და მინდა, სამინისტროსაც და კაბინეტს ვუსურვო დიდი წარმატება",- აღნიშნა პრემიერმა.
Comments
Loading...