"ინდოეთთან ვიწყებთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მუშაობას", – ამის შესახებ პრემიერიმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია იმყოფებოდა ინდოეთში. დღევანდელ სხდომაზე გიორგი გახარიამ მინისტრთა კაბინეტს ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.