პრემიერი “თიბისი”-ს საქმეზე: კითხვების დასმა ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითად არ იმოქმედებს

47

“თიბისი”, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერი ბანკი, მათი ერთობლიობა უდრის ძალიან მყარ ფინანსურ სტაბილურობას ჩვენი ფინანსური სექტორის”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, “თიბისი”-სთან დაკავშირებით ნებისმიერ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი.

“მაგრამ ის მოსაზრება, რომ კითხვების დასმამ შეიძლება საქართველოს ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითად იმოქმედოს, მე რა თქმა უნდა ამ თემას ვერ დავეთანხმები, ეს მოწყვეტილია რეალობას.

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენთვის ძალიან დიდი მონაპოვარია ის, რომ ჩვენი კომპანიები წარმოდგენილები არიან ლონდონის ბირჟაზე, ამან გზა გაუხსნა სხვა ქართულ კომპანიებს, რომ წვდომა გვქონდეს საერთაშორისო კაპიტალზე, ჩვენი ფინანსური სტაბილურობა ძალიან მაღალია და ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ამ თემაზე საუბარი, რომ შეიძლება საქართველოში ფინანსურ სტაბილურობას რაღაც საფრთხე ჰქონდეს, ეს ნამდვილად არ შეესაბამება რეალობას. დაველოდოთ გამოძიებას, შეკითხვებს, პასუხებს, დარწმუნებულ ვარ, ყველა მივიღებთ პასუხებს”, – აღნიშნავს პრემიერი.

Comments
Loading...