პრემიერი: თბილისში საფეიქრო ნაწარმის საწარმო შეიქმნება, განხორციელდება 4 მილიონ ლარამდე ინვესტიცია

451

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კირიკაშვილის განცხადებით, პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში ორი ახალი საწარმო თბილისსა და ქუთაისში გაიხსნება.

მისი განმარტებით, ქუთაისში არაძვირფასი ლითონების მწარმოებელი, ხოლო თბილისში საფეიქრო ნაწარმის საწარმოები შეიქმნება.

"პროგრამა "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში კიდევ ორი ახალუი საწარმოს შექმნა გამოდის დღეევანდელი მთავრობის სხდომაზე. ეს გახლავთ ქუთაისში არაძვირფასი ლითონების მწარმოებელი საწარმო, რომლის შექმნისთისაც სახელმწიფო გადასცემს მიწას და პროგრამის ფარგლებში ყველა მექანიზმი ჩაირთვება. ეს გახლავთ მილიონ 360 ათასი ლარის ინვესტიცია და პროექტის სხვადასხვა ეტაპზე 60-მდე ადამიანი დასაქმდება.

ასევე მეორე გახლავთ თბილისში საფეიქრო ნაწარმის საწარმო. განხორციელდება 4 მილიონ ლარამდე ინვესტიცია და პირველ ეტაპზე საწარმოში 30-მდე ადამიანი დასაქმდება",- განაცხადა პრემიერმა.

Comments
Loading...