პრემიერი: ზოგიერთ ბაზარზე ჩვენი მეწარმეები ერთმანეთთან არაპროდუქტიულ კონკურენციაში არიან

426

"სამწუხაროდ, ზოგიერთ ბაზარზე ჩვენი მეწარმეები ერთმანეთთან არაპროდუქტიულ კონკურენციაში არიან",- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ღვინის ექსპორტზე საუბრისას მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მან ღვინის სააგენტოს მეტი კოორდინაციისკენ მოუწოდა. "მინდა გთხოვოთ, რომ ღვინის ექსპორტის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი კოორდინაცია იყოს იმიტომ, რომ, სამწუხაროდ, ზოგიერთ ბაზარზე ჩვენი მეწარმეები ერთმანეთთან არაპროდუქტიულ კონკურენციაში არიან. მინდა, ამ თვალსაზრისით ღვინის სააგენტოს მხრიდან მეტი ჩართულობა და კოორდინაცია იყოს",- აღნიშნა პრემიერმა.

Comments
Loading...