პრემიერი: ევროპის საინვესტიციო ბანკი, სესხის სახით, საქართველოს 250 მილიონ ევროს გამოუყოფს

32

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.

“დღეს ხელი ეწერება მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმდება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის სესხის სახით 250 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ უფრო აქტიურად განვავითაროთ ჩვენთვის ასე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები.

სწორედ ევროპის საინვესტიციო ბანკი გახლავთ საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი და მასთან ჩვენ გამორჩეული ურთიერთობის ისტორია გვაკავშირებს”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

Comments
Loading...