პრემიერი: დღეს ქართული ბიზნესი ძალიან კომფორტულ გარემოშია

44

საქართველოს პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ვინც დღეს საუბრობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ქართულ ბიზნესზე ზეწოლას ახორციელებს, სპეკულირებს, ან რეალურად არ არის ჩახედული იმ რეფორმების შინაარსში, რომელიც ხორციელდება.

პრემიერი აქვე დასძენს, რომ დღეს, ქართული ბიზნესი, საკანონმდებლო თვალსაზრისით, "ძალიან კომფორტულ გარემოშია".

"მაგრამ მთავარი ბარიერი, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის გარკვეულწილად ჯერ კიდევ დარჩენილი უსამართლო რეჟიმები საერთაშორისო ვაჭრობაში, რომელიც ხშირ შემთხვევაში არაკონკურენტუნარიან და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ადგილობრივ წარმოებებს. ეს გახლავთ ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რომ გავასწოროთ აღნიშნული ხარვეზები", – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

Comments
Loading...