პრემიერი: განათლების სექტორი გახდება ჩვენი ეკონომიკის დომინანტი სეგმენტი 10-11%-იანი წილით

51

ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალი ინიციატივა “განათლება – გზა თავისუფლებისკენ” წარდგენისას განაცხადა.

“შარშან, იყალთოს აკადემიაში გამართულ პრეზენტაციაზე ჩვენ დავაანონსეთ განათლების ფართომასშტაბიანი რეფორმა 2019-2022 წლებისთვის. ეს რეფორმა ხორციელდება ხუთივე მიმართულებით: ადრეული და სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. მაშინ ითქვა, რომ ჩვენ ვიწყებთ რესურსების მობილიზაციას ამ დიდი პროექტის განსახორციელებლად და ეს პროექტი უკვე ამოქმედდა.

მაგრამ ახლა, ჩვენ ხარისხოვნად ახალ ეტაპზე გვსურს გასვლა.

განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე, რაც კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედს შეადგენს. ეს იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კანონმდებლობით – “საგანმანათლებლო თანასწორობის აქტით, რომელიც არსებულ თუ ნებისმიერ მომავალ მთავრობებს შემდეგი ათწლეულების განმავლობაში დაავალდებულებს ამ ნიშნულის მასშტაბის ინვესტიცია განახორციელოს ყოველწლიურად განათლების სექტორში.

უფრო მეტიც, სახელმწიფოს მხრიდან ბიუჯეტის მეოთხედის ინვესტირება განათლებაში, კერძო სექტორის მხრიდანაც გამოიწვევს ამ მიმართულებით ინვესტიციების ზრდას, რაც ნიშნავს იმას, რომ სწორედ განათლების სექტორი გახდება ჩვენი ეკონომიკის დომინანტი სეგმენტი, 10 – 11%-იან წილს.” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Comments
Loading...