პრემიერი: გაზსაცავის ასაშენებლად KfW საქართველოს 150 მლნ ევროს სესხს გამოუყოფს

152

"გაზსაცავის ასაშენებლად გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი საქართველოს 150 მლნ ევროს სესხს გამოუყოფს და საქართველოში გაზსაცავის მშენებლობა დაიწყება", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 

მისი თქმით, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დაიდება 150 მლნ ევროს ღირებულების სასესხო ხელშეკრულება.

"ჩვენ ავაშენებთ მიწისქვეშა გაზსაცავის ინფრასტრუქტურას. გაზის საცავის მშენებლობით ქვეყანას გაუჩნდება სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას.

პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას.

ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებისთვის, არამედ ზამთრის პერიოდში მოსახლეობის გაზის სტაბილურად მიწოდებისთვის", – განაცხადა ბახტაძემ.

Comments
Loading...