პრემიერი: ანაკლიის პორტის მშენებლობას ვიწყებთ და რეგიონში პორტის ოპერატორებს ვეძებთ

487

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე- "The Silk Road Effect", სადაც ეკონომიკურ ზრდასა და ევროპისა და აზიის ჰარმონიზაციის პროცესებზე აბრეშუმის გზის ფარგლებში განხორციელებული ინვესტიციების გავლენა განიხილეს, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიის პორტზეც ისაუბრა. "ჩვენ ვიწყებთ შავი ზღვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პორტის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას შავი ზღვის სანაპიროზე. ამ მიზნით შეიქმნა ქართულ-ამერიკული კონსორციუმი. ამჟამად, რეგიონის მასშტაბით ვეძებთ პორტის ოპერატორებს. ინვესტიციების დიდი რაოდენობაა მიმართული საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების მიზნისკენ. ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ჩინეთთან. ამას გარდა, დასრულდა მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადებასთან დაკავშირებით. შესაბამის ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს გულისხმობს თანამშრომლობას არა მხოლოდ ტრანსპორტირების, არამედ წარმოების პროცესშიც და ლოჯისტიკის კუთხითაც", – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

Comments
Loading...