პრემიერის მრჩეველი ინვესტიციების დარგში: ეს რთული პერიოდი არის შესაძლებლობების პერიოდი

5

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი მრჩეველი ინვესტიციების დარგში, ​ვაზილ ჰუდაკი ამბობს, რომ ახლა საქართველოსთვის შესაძლებლობების პერიოდია. ამის შესახებ მან თავის წარდგენის დროს ისაუბრა.

მრჩეველი ამბობს, რომ საქართველოს რესურსები არ არის საკამრისი ყველა საჭიროების დასაკმაყოფილებლად და ამიტომ მნიშვნელოვანია სხვა რესურსების მობილიზება და კერძო სექტორი ჩაერთოს. ვაზილ ჰუდაკი აცხადებს, რომ მისი როლი სწორედ ამ ნაწილშია.

“ეს რთული პერიოდი არის შესაძლებლობების პერიოდი. შესაძლებლობა გვაქვს, გავიზარდოთ, განვითარდეთ ბევრი სხვა მიმართულებით, უკეთესი ხარისხი შევქმნათ… ჩვენ ვიცით, როგორ მოვახერხოთ ეკონომიკური სიტუაციის აღდგენა ინვესტიციების გზით, მეტი ეკონომიკური განვითარების გზით. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მომავალშიც”, – თქვა მან.

Comments
Loading...