პრემია „საბას“ მეცხრამეტე დაჯილდოება 23 დეკემბერს გაიმართება

8

23 დეკემბერს, 23:00 საათზე, ფორმულას პირდაპირ ეთერში, ასევე საბას, თიბისის, არაერთი გამომცემლობისა და პორტალის FACEBOOK გვერდებზე ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს. 

წელს განსაკუთრებული სიახლეა – ლიტერატურულ კონკურსს დაემატა მე-10 ნომინაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველომდააწესა, ხოლო გამარჯვებულს ჯილდოს გადასცემენ  საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოსაღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი. 

როგორც ცნობილია, ლიტერატურულ კონკურსშისაბაწელს 260 კონკურსანტი მონაწილეობდა, ზაფხულშისაბასჟიურიმ 43 ფინალისტი დაასახელა. გამარჯვებულებს გადაეცემათსაბასპრიზი და სოლიდური ფულადი პრემიები

საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური შემდეგ 9 ნომინაციაში გამოავლენს

 

  • საუკეთესო რომანი
  • საუკეთესო პოეტური კრებული
  • საუკეთესო პროზაული კრებული
  • საუკეთესო პიესა
  • საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
  • საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  • საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  • უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
  • ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

 

ფინალისტი წიგნების სია და მათი ელექტრონული ვერსიები განთავსებულიასაბასვებგვერდზე saba.com.ge.

წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენაპრემიასაბათიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. დაარსების დღიდანსაბამბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა. 2018 წელსსაბაგასცდა საქართველოს ფარგლებს, ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიის გამართვამ ფრანკფურტში კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა.  

Comments
Loading...