პრეზიდენტის ადმინისტრაციას 2018 წლის 4-5 იანვრის საახალწლო ღონისძიებები 763 314 ლარი დაუჯდა

117

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის ფინანსური აუდიტი ჩაატარარომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიშგებას 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით და მასთან დაკავშირებულ ფინანსური შედეგების შესახებ ანგარიშგებას, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ანგარიშგებას, კაპიტალში ცვლილებების შესახებ ანგარიშგებას, ბიუჯეტისა და ფაქტობრივი თანხების შედარების ანგარიშგებას, ასევე მათთან დაკავშირებულ დანართებს მოცემული თარიღით დასრულებული სააღრიცხვო პერიოდისათვის. როგორც აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად ხარჯვის უზრუნველსაყოფად, დაგეგმილი ბიუჯეტი ზუსტად უნდა პასუხობდეს ორგანიზაციის ძირითად მიზნებს და ამოცანებს.

"საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი და მიზნობრივი ხარჯვის ხელშეწყობის მიზნით, ბიუჯეტის დაგეგმვა უნდა განხორციელდეს შესაბამისი დასაბუთებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, საბიუჯეტო განაცხადის თანახმად, "კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საგამოფენო ღონისძიებების ხარჯების" კლასიფიკაციით დაგეგმილმა თანხამ შეადგინა 310,000 ლარი, ხოლო საკასო ხარჯმა – 1,380,650 ლარი, დაგეგმილი თანხის ზრდა შეადგენს 2017 წლის დამტკიცებული მთლიანი ბიუჯეტის ფარგლებში გაწეული საკასო ხარჯის 11.2 %-ს. ცვლილება ძირითადად გამოწვეულია წლის განმავლობაში "საქონელი და მომსახურების" მუხლში წარმოქმნილი აუთვისებელი თანხებით.

2017 წლის განმავლობაში, აღნიშნული მუხლიდან წინასწარი ანგარიშსწორებით 556,778 ლარი გახარჯულია 2018 წლის 4-5 იანვრის საახალწლო ღონისძიებისთვის (ღონისძიების საერთო ღირებულების – 763,314 ლარის 72.9%). წლის ბოლოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტის გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილება მიუთითებს დაგეგმვის პროცესში არსებულ ხარვეზზე.

საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად ხარჯვის უზრუნველსაყოფად, დაგეგმილი ბიუჯეტი ზუსტად უნდა პასუხობდეს ორგანიზაციის ძირითად მიზნებს და ამოცანებს. საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი და მიზნობრივი ხარჯვის ხელშეწყობის მიზნით, ბიუჯეტის დაგეგმვა უნდა განხორციელდეს შესაბამისი დასაბუთებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, საბიუჯეტო განაცხადის თანახმად, "კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო და საგამოფენო ღონისძიებების ხარჯების" კლასიფიკაციით დაგეგმილმა თანხამ შეადგინა 310,000 ლარი, ხოლო საკასო ხარჯმა – 1,380,650 ლარი, დაგეგმილი თანხის ზრდა შეადგენს 2017 წლის დამტკიცებული მთლიანი ბიუჯეტის ფარგლებში გაწეული საკასო ხარჯის 11.2 %-ს. ცვლილება ძირითადად გამოწვეულია წლის განმავლობაში "საქონელი და მომსახურების“ მუხლში წარმოქმნილი აუთვისებელი თანხებით.

2017 წლის განმავლობაში, აღნიშნული მუხლიდან წინასწარი ანგარიშსწორებით 556,778 ლარი გახარჯულია 2018 წლის 4-5 იანვრის საახალწლო ღონისძიებისთვის (ღონისძიების საერთო ღირებულების – 763,314 ლარის 72.9%). წლის ბოლოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტის გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილება მიუთითებს დაგეგმვის პროცესში არსებულ ხარვეზზე.", – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

Comments
Loading...