პომპეო: უკრაინასთან ერთად ვაგრძელებთ მუშაობას, რათა შეჩერდეს “ჩრდილოეთ დინება-2”-ის მშენებლობა

180

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, შეერთებული შტატები და უკრაინა ერთობლივად გააგრძელებენ მუშაობას გაზსადენ “ჩრდილოეთ დინება-2”-ის მშენებლობის შეჩერების მიზნით. ამის შესახებ მან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან პაველ კლიმკინთან შეხვედრისას განაცხადა.

“ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას, რათა შეჩერდეს “ჩრდილოეთ დინება-2″-ის მშენებლობა, რომელიც ძირს უთხრის უკრაინის ეკონომიკურ და სტრატეგიულ უსაფრთხოებას”, – აცხადებს პომპეო.

მიმდინარე წლის მაისის ბოლოს, პომპეომ განაცხადა, რომ აუცილებელია პირობების შექმნა, რომელთა საშუალებითაც რუსეთი, ევროპის წინააღმდეგ ენერგომომარაგებას ზეწოლის საგნად ვერ გამოიყენებს.

მიმდინარე წლის ივნისში, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრ პოროშენკომ განაცხადა, რომ ევროპელ მოკავშირეებთან დაიწყო მოლაპარაკებები, რაც გაზსადენ “ჩრდილოეთ დინება-2”-ის მშენებლობის შეჩერებას გულისხმობს. მისი მოსაზრებით, აღნიშნული პროექტი იმისათვის ხორციელდება, რომ უკრაინას გაზის ტრანსპორტირების შედეგად მიღებული რესურსი აღარ ჰქონდეს.

Comments
Loading...