პოლონეთში სასამართლომ ორ ისტორიკოსს, ჰოლოკოსტის შესახებ წიგნის გამო ბოდიშის მოხდა დააკისრა

7

პოლონეთის სასამართლომ ორ ისტორიკოსს, ჰოლოკოსტის შესახებ დაწერილი წიგნის გამო ბოდიშის მოხდა დააკისრა. კერძოდ, მათ ბოდიში უნდა მოიხადონ სოფლის გარდაცვლილი ხელმძღვანელის 80 წლის დისშვილის წინაშე იმის გამო, რომ მათ მამაკაცი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს.

ოტავას უნივერსიტეტის პროფესორებმა იან გრაბოვსკიმ და ჰოლოკოსტის კვლევის პოლონეთის ცენტრის წარმომადგენელმა ბარბარა ენგელკინგმა წიგნს “დაუსრულებელი ღამე” დაურთეს ჰოლოკოსტის გადარჩენილის ჩვენება, რომელიც ამტკიცებს, რომ სოფლის მეთაური ედვარდ მალინოვსკი ებრაელ ქალს გადარჩენაში დაეხმარა. გარდა ამისა, მას შეიძლება მონაწილეობა მიეღო ებრაელების სიკვდილში: საუბარია იმაზე, რომ მან ნაცისტებს უთხრა, თუ სად იყო 22 ებრაელი, რომლებიც შედეგად დახოცეს.

მალინოვსკის დისშვილმა, ფილომენა ლეშჩინსკაიამ თქვა, რომ ისტორიკოსებმა ყურადღება არ მიაქციეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ომის შემდეგ მისი ბიძა გაამართლეს ნაცისტებთან თანამშრომლობის ბრალდებაში. მან მოითხოვა 100 ათასი ზლოტის ანაზღაურება (27 ათასი დოლარი) და ოფიციალური ბოდიში მედიაში.

ქალს მხარს უჭერს “პოლონეთის ლიგა ცილისწამების წინააღმდეგ”, რომელიც მიჩნეულია მმართველ პარტიასთან დაახლოებულ პარტიად და მანამდეც მიუღია სახელმწიფო გრანტები. ლიგამ განაცხადა, რომ ორივე ისტორიკოსი იყო დამნაშავე პოლონელი გმირის კეთილი სახელის შეურაცხყოფაში, რაც რეალურად ყველა პოლონელს აყენებს ზიანს.

სასამართლო მათ არ ავალდებულებს კომპენსაციის გადახდას, მაგრამ ამავე დროს, ისტორიკოსებს მოეთხოვებათ წერილობით მოუხადონ ბოდიში დისშვილს და შემდეგ ეს წერილი გამოაქვეყნონ ჰოლოკოსტის კვლევის პოლონეთის ცენტრის ვებ გვერდზე.

მოსამართლე ევა ჯონჩიკმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებამ არ უნდა იმოქმედოს აკადემიურ კვლევებზე, ხოლო პროფესორი ენგელკინგი მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება საშიშია სიტყვის თავისუფლებისთვის. მისი აზრით, ამ საქციელით მეცნიერებს აჩვენებენ, რომ არსებობს საკიტხები, რომლებსაც ისინი არ უნდა შეეხონ.

პროფესორები გრაბოვსკი და ენგელკინგი აპირებენ გასაჩივრებას.

Comments
Loading...