პოლონეთი გერმანიას “ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” შეჩერებისკენ მოუწოდებს

4

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მათეუშ მორავეცკიმ გერმანიას მოუწოდა, „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ გაზსადენის გაშვებაზე უარი თქვას. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Bild-ს განუცხადა.

„რა თქმა უნდა, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა მან.

მორავეცკის აზრით, გერმანიისგან ენერგორესურსების გადასახადის სახით მიღებულ დამატებით შემოსავალს რუსეთი შეიარაღების გაზრდაში გამოიყენებს.

გერმანიის მარეგულირებელმა ორგანომ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის სერტიფიცირების პროცესი დროებით შეაჩერა. სერტიფიცირების პროცედურის შეჩერების გამო, გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება, შესაძლოა, 2022 წლის მარტამდე გადაიდოს.

1 200 კილომეტრის სიგრძის გაზსადენმა რუსული ბუნებრივი აირის მიწოდება გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით და უკრაინის გვერდის ავლით უნდა განახორციელოს.

“ჩრდილოეთი ნაკადი 2”-ის მეშვეობით, ყოველწლიურად 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება იქნება შესაძლებელი.

Comments
Loading...