პოლონეთი გერმანიას მოუწოდებს, ევროპული სოლიდარობა გამოიჩინოს და უარი თქვას “ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის განხორციელებაზე

6

პოლონეთი გერმანიას მოუწოდებს, ევროპული სოლიდარობა გამოიჩინოს და უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის განხორციელებაზე. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

🟣 „გერმანიას მოვუწოდებთ, უარი თქვას ამ პროექტზე და ამით, ფაქტობრივად, შეწყვიტოს ევროპის ამ ნაწილის დესტაბილიზაცია, რადგან ეს პროექტი ევროკავშირისა და ჩვენი რეგიონის უამრავი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო შეიძლება იყოს. ამიტომაც გერმანიას სოლიდარობისკენ მოვუწოდებთ“, – აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
🟡 რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების პრობლემას უკვე არაერთი ქვეყანა ებრძვის. 2019 წელს, ბალტიის სამივე ქვეყნის ხელისუფლებამ, ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვა მიიღეს უპირობო გადაწყვეტილება, უარი ეთქვათ რუსეთიდან და ბელორუსიდან ელექტროენერგიის შესყიდვაზე და 2025 წლიდან ევროკავშირის, კონტინენტური ევროპისა და სკანდინავიის ელექტროქსელებს მიეერთებიან.
✅ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული ქვეყნებისთვის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან თავის დახსნ. მიზანი კი სტაბილური და უსაფრთხო მომარაგების მიღებაა, რაც ენერგეტიკული ბერკეტებით პოლიტიკურ ზეწოლას გამორიცხავს.
Comments
Loading...