პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე N51 კორპუსის მიმდებარედ ასფალტი დაიგო

4

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე N51 კორპუსის მიმდებარედ გზის საფარი მოწესრიგდა და ასფალტის საფარი დაიგო.

ამ დროისთვის, 1 800 კვ. მ. ფართობის გზის მონაკვეთი განახლდა. ჯამში, გეგმის თანახმად, 4 800-მდე კვ. მ ფართობის გზა რეაბილიტირდება.

სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

Comments
Loading...