“პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო” განცხადებას ავრცელებს

341

"ქართულმა ოცნებამ" საქართველო და კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა  პირისპირ დატოვა რუსეთთან, – აღნიშნულის შესახებ "პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ხელისუფლების მიერ არჩეულმა "დათბობის" პოლიტიკამ, ქვეყნის ოკუპაციის თემა საერთაშორისო ფორმატებში მეორეხარისხოვან საკითხად აქცია. 

"ჩვენი პარტნიორების მიერ, რუსეთის მიმართ დაკისრებული სანქციების უმთავრეს მიზეზად დღემდე სახელდებოდა უკრაინა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს მთავრობის  მიერ  არჩეული არგაღიზიანების პოლიტიკის სისუსტეს. 

ჩვენ მომსწრენი ვართ, რომ "ქართული ოცნების" პირობებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საფრთხეშია და დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაცია. 

ჩვენი ხელისუფლების გულუბრყვილო პოზიცია, რომ რუსეთი საპასუხოდ დათმობს იმპერიალისტურ ინტერესებს ჩანასახშივე განწირულია. სამწუხაროდ, ჩვენმა საგარეო უწყებამ მხოლოდ მოპასუხის როლი მოირგო იმ ცინიკურ განცხადებებზე, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. 

შექმნილ მდგომარეობაში ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ  უნდა გადადგას ქმედითი ნაბიჯები. საქართველოს დელეგაცია   გაემართოს ბრიუსელში, ვაშინგტონში, ბერლინში, კიევში და  მოახდინოს  ყველა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მობილიზება, რისი ვალდებულებაც ხელისუფლებას ქვეყნის წინაშეც აკისრია", – აღნიშნულია განცხადებაში.

Comments
Loading...