პირველი ქართული მუსიკალური აპლიკაცია SilkMusic  სატესტო რეჟიმში ხელმისაწვდომია მუსიკის მოყვარულებისთვის!

18

სილქნეტმა პირველი ქართული აპლიკაცია SilkMusic შექმნა ქართულ ბაზარზე და სატესტოდ შესთავაზა მომხმარებელს.

SilkMusic  კომპანიამ Sony, Warner, Universal – Sony Music Entertainment, Warner Music Group, Universal Music Group თანამშრომლობით შექმნა. პირველი ქართული აპლიკაცია, სადაც წარმოდგენილი კონტენტი არის ოფიციალური, საბაზრო პრინციპების გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქართველ შემსრულებლებსაც და მსმენელსაც ჰქონდეს ძალიან საჭირო, ხარისხიანი სივრცე საავტორო უფლებების სრული დაცვით. ეს აპლიკაცია სილქნეტმა არამხოლოდ თავისი მომხმარებლებისთვის შექმნა. იგი ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის, რომელიც სხვა მობილურ ქსელშია ჩართული. სილქ მუსიკალურ აპლიკაციაში შეგიძლიათ მოუსმინოთ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას და ალბომებს, შექმნათ თქვენთვის სასურველი პლეილისტები, მოუსმინოთ რეკომენდირებულ პლეილისტებს და უსმინოთ მუსიკას სილქ მუსიკალურ აპლიკაციიდან ოფლაინ/ინტერნეტის გარეშეც. თუმცა, თავდაპირველად, სერვისის მისაღებად ინტერნეტ მხარდაჭერაა საჭირო, სილქნეტი აქ უკვე უპირატესობას საკუთარ მომხმარებლებს მიანიჭებს და SilkMusic მოხმარებისას ინტერნეტ მოცულობები მათ არ დაეხარჯებათ.

SilkMusic“ ის უპირატესობებია:

9 მილიონამდე ლიცენზირებული მუსიკალური ჩანაწერი

მუდმივად განახლებადი მუსიკალური კონტენტი

მუსიკალური ჟანრების მრავალფეროვანი არჩევანი

უცხოურთან ერთად ქართული ლიცენზირებული კონტენტი

5 მოწყობილობაზე ერთდროულად მოხმარების საშუალება

საკუთარი პლეილისტის შექმნის და მისი დაშეარების საშუალება

ამჟამად, სატესტო რეჟიმი მოიცავს უფასო ვერსიას. კომერციული გაშვების შემდეგ, წარმოდგენილი იქნება უფასო და ფასიანი პაკეტები. მობილურში გადმოწერისთანავე, მომხმარებელი  საკუთარი პროფილისთვის აირჩევს პაკეტს  და ამის მიხედვით ექნება წვდომა სერვისის  ფუნქციონალზე, შეძლებს პერსონალური სიების (ფლეილისტების) შედგენას დ მათ გაზიარებას. ასევე, აპლიკაციის მომამარებელს შესაძლებლობა ექნება ერთდროულად 5 მოწყობილობისთვის გახადოს მუსიკალური კომპოზიციები ხელმისაწვდომი.  ისევე, როგორც ყველა მუსიკალურ აპლიკაციას, სილქ მუსიკის აპლიკაციასაც, აქვს ამოცნობის ფუნქცია. ასე, რომ, თუ ვერ ამოიცანით კომპოზიცია, სილქ აპლიკაცია დაგეხმარებათ.

აპლიკაცია SilkMusic

Android: http://bit.ly/3c0mPhU

IOS: http://apple.co/3r6TFUR

Comments
Loading...