პირველი ნოემბრისათვის არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 356.1 მილიონი ლარით გაიზარდა

48

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2018 წლის პირველი ნოემბრისათვის 22.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 356.1 მილიონი ლარით, ანუ 1.6 პროცენტით მეტია პირველი ოქტომბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე.

ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 447.0 მილიონი ლარით, ანუ 3.4 პროცენტით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 90.9 მილიონი ლარით, ანუ 1.0 პროცენტით.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ნოემბრისათვის 36.60 პროცენტი შეადგინა. პირველი ოქტომბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.96 პროცენტული პუნქტით.

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.3 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 7.6 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.9 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.8 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 14.6 პროცენტი შეადგინა.

Comments
Loading...