პირველი ივნისიდან საქართველოში ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნება

34

ორშაბათიდან, პირველი ივნისიდან საქართველოში ღია სივრცის მქონე რესტორნები გაიხსნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

„პირველი ივნისიდან გაიხსნება ღია სივრცის მქონე რესტორნები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დღესვე, საქართველოს პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ.

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის წინაშე “კოვიდ-19” -ის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს.

პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

დღევანდელ პლენარულ სხდომას ესწრება საპარლამენტო ოპოზიციაც. კითხვები, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლები პრემიერს უსვამენ, შეეხება ქვეყანაში შექმნილ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ გეგმას, მოსახლეობისთვის კომპენსაციის მიცემის წესს და ა.შ.

მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, მოსალოდნელია, რომ საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის მიერ ანგარიშის წარდგენისას მწვავე პოლიტიკური დისკუსია იქნება, თუმცა, მიაჩნიათ, რომ ქვეყანამ პანდემიას თავი ღირსეულად გაართვა.

შეგახსენებთ: პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლას საპარლამენტო ოპოზიცია და დამოუკიდებელი დეპუტატები, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში ითხოვდნენ, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ხელმეორედ გამოცხადდებოდა, მთავრობის მეთაური დეპუტატების წინაშე ანგარიშვალდებული იყო, რომ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.

აღნიშნულის გარდა, გიორგი გახარიას დეპუტატების წინაშე საჭირო შეკითვებზე პასუხების გაცემა მიმდინარე კვირაში, მეორედ, 29 მაისს მოუწევს.

პრემიერ- მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით ოპოზიციამ დაიბარა.

Comments
Loading...