პირველად VUEVE CLICQUOT-ს ვენახებში ქართული დროშა აფრიალდა და ვაზს “ირმა” დაერქვა

120
Veuve Clicquot სახელობის საქმიანი ქალის ჯილდო საქართველოში  წელს პირველად გაიცა და მისი მფლობელი, ბიზნესლიდერთა  ფედერაცა "ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი  ირმა დაუშვილი გახდა.
 
ექსკლუზიურ VUEVE CLICQUOT-ის ვენახში ვაზის ერთ ძირს გამარჯვებულის სახელი "ირმა" დაერქვა. ვაზის ძირის სახელის დარქმევის ცერემონიალი 2018 წლის  13 ივლისს საფრანგეთში გაიმართა, შამპანში  VUEVE CLICQUOT -ს უნიკალურ ვენახებში. მსოფლიოს კიდევ 6 ქალბატონტან ერთად ირმა დაუშვილის სახელი დაეწერა ვაზსს და პირველად ამ სახელოვან ვენახებში ქართული დროშაც აფრიალდა.
 
ტრადიციულ ჯილდოს შამპანურის სახლი Veuve Clicquot ყოველწლიურად მსოფლიოს 27 ქვეყანაში გასცემს ინოვაციური აზროვნების, თამამი იდეებისა და სტერეოტიპების ნგრევისათვის. ეს ჯილდო ერთგვარ "ოსკარად" იქცა საქმიანი ქალებისთვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
 
მეცხრამეტე საუკუნეში ქალბატონი კლიკოსა და მის მიერ დაარსებული შამპანური ღვინის წარმოების ისტორიამ ქალის თავგამოდებისა და საქმის სიყვარულის ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი შეიძინა კაცობრიობამ და თაობებს შემოუნახა. მისმა საქმის გამგრძელებლებმა VEUVE CLICOQUOT ფირმის წამრომადგენლებმა კი 1972 წელს წარმატებული საქმიანი ქალებისთვის ჯილდო დააწესეს.
Comments
Loading...