პირველად საქართველოში ფასდაკლებების კვირეული – Discount Week-ის გაიმართება

414

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიცატივით, ტურისტული ადგილებისა და ტურისტული პროდუქტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პირველად საქართველოში ფასდაკლებების კვირეული – Discount Week-ის გაიმართება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პირველი კვირეული კახეთში ჩატარდება და ფასდაკლება 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

Discount Week წარმოადგენს ღონისძიებას, რომელიც მოიცავს რეგიონებში სასტუმროს სერვისით ფასდაკლებით სარგებლობას. პროექტის მიზანია, არასეზონურ პერიოდში რეგიონის პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმის წახალისება. პროექტი ხელს შეუწყობს კერძო სექტორს ვიზიტორების მოზიდვაში. ფასდაკლების კვირეულში მონაწილეობისთვის, წესების და პირობების გასაცნობად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.  www.gnta.ge.

Comments
Loading...