პირველად თბილისში მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

281

28-29 სექტემბერს, 10:00 საათზე, სასტუმრო "ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში" (მის: ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალი ქალაქი) საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება მოვლენათა და სპორტული ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია  – Sportsway Tourism.

კონფერენციაზე განიხილება თემები, როგორიცაა მოვლენათა გავლენა რეგიონის ეკონომიკაზე, ტერიტორიული მარკეტინგი, რეგიონის განვითარება მოვლენების შექმნის საშუალებით, ბრენდირებული მოვლენების შექმნა და განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესის ინტეგრაცია სპორტული და სხვა სახის მოვლენების ორგანიზებაში და სხვა.

კონფერენციის სპიკერები არიან მსოლიოში აღიარებული, უდიდესი სპორტული და ივენთ კომპანიების ხელმძღვანელები, ოლიმპიადების, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების საორგანიზაციო კომიტეტების ხელმძღვანელები, როგორებიც არიან, ელჩინ საფაროვი –  ევროპული და ისლამური თამაშების ოპერატიული დირექტორი, ანდრეი ბარანნიკოვი (CEO spn communications), იური სტროფილოვი (CEO stro.run), ვლადიმერ ვოლოშინი (CEO Newman sports and consulting), ლუის სილვა (CEO Bluerock), ანდრეი კავუნ (CEO Ironstar), იგორ სტოლიაროვი (CEO Eventica), აჰმედ იბრაჰიმ (Dubai Sports Cauncil) და სხვა.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტი, ქ. თბილისის მერია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, მცირე და საშალო ბიზნეს ასოციაცია და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.

Sportsway Tourism  გაძლევთ შესაძლებლობას მოისმინოთ და მიიღოთ მონაწილეობა საინტერესო თემების დაგეგმვაში, წარადგინოთ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობა, მიიღოთ მონაწილეონა b2b შეხვდრებში.

საკონტაქტო პირები: მაია ტაკაშვილი 577 24 40 85, m.takashvili@gepra.ge; თაკო ვარამაშვილი 579 42 18 88, takovaramashvili@gmail.com.

Comments
Loading...