პირველად ბოლო 70 წლის მანძილზე, აშშ-ის იმპორტმა, ქვეყნის ექსპორტის მაჩვენებელს გაუსწრო

28

აშშ-ის საინფორმაციო სამმართველოს სტატისტიკის მიხედვით ენერგეტიკის სფეროში (EIA), გასული კვირის განმავლობაში, შეერთებული შტატები ყოველდღიურად ნავთობის 211 ათასი ბარელისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტირებას ახდენდა, რაც აღემატება ქვეყნის მიერ განხორციელებული ექსპორტის მაჩვენებელს.

Bloomberg-ის მონაცემებით, ბოლო 70 წლის განმავლობაში პირველად, აშშ-ის მიერ განხორციელებული ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება იმპორტისას.

1973 წლიდან მოყოლებული აქამდე, შეერთებული შტატების მიერ შესყიდული ნავთობი და ნავთობპროდუქტები აღემატებოდა ექსპორტირებულს. ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის (API) მონაცემებით კი, 1949 წლიდან – პრეზიდენტ ჰარი ტრუმანის მმართველობიდან მოყოლებული, აშშ-ის იმპორტი დომინირებდა ექსპორტზე.

თითქმის 70 წლის განმავლობაში, ქვეყნის მიერ განხორციელებული ნავთობის სუფთა ექსპორტის მაჩვენებელი იზრდებოდა. 2005 წელს კი, აღნიშნულმა მაჩვენებელმა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. თუმცა, ამავე წლიდან ბალანსმა ცვლილებები დაიწყო.

EIA-ს მონაცემების მიხედვით, 2017 წელს, აშშ-ის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნები იყო კანადა, საუდის არაბეთი, ვენესუელა, მექსიკა და ერაყი.

Comments
Loading...